ავიაკომპანია Corendon-ი მგზავრებს child-free ზონებს სთავაზობს

ევროპული ავიაკომპანია Corendon-ის განცხადებით, ფრენებს მალე ახალი ზონა დაემატება, რომელშიც ბავშვები არ დაიშვებიან. მსურველებს კი ასეთ ზონაში მოხვედრა დამატებით 48 დოლარი დაუჯდებათ. ავიაკომპანიის თქმით, თვითმფრინავებში მალე ცალკე მონაკვეთი გამოიყოფა, რომელშიც “მხოლოდ ზრდასრულები” დაიშვებიან.

მხოლოდ ზრდასრულთათვის გამოყოფილ მონაკვეთში 16 წელზე უფროსი ასაკის მგზავრებს შეეძლებათ გადასვლა. ზრდასრულების ზონაში 93 სტანდარტული ადგილი იქნება გამოყოფილი, რომელშიც ადგილის დასაკავებლად მგზავრებს დამატებით 48 დოლარის გადახდა მოუწევთ.

“ფრენების დროს ყოველთვის ვცდილობთ, რომ მომხმარებელთა საჭიროებები მაქსიმალურად გავითვალისწინოთ. ვფიქრობთ, რომ ახალი ზონის დამატებას პოზიტიური გავლენა ექნება იმ მშობლებზე, რომლებიც მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მოგზაურობენ. მშობლებს შეეძლებათ ფრენით ისიამოვნონ და იმაზე არ იდარდონ, რომ ბავშვები იხმაურებენ”, — ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით: 032 2 04 89 55
ან მოგვწერეთ: იაფი ფრენები

გააზიარე

დატოვე კომენტარი

ADMIN PANEL