Შინაურ ცხოველებთან ერთად მოგზაურობა ბოლო პერიოდში კიდევ უფრო აქტუალურია. თუ თქვენც გყავთ ოთხფეხა მეგობარი რომელთან ერთადაც მოგზაურობას გეგმავთ, მაშინ აუცილებლად წაიკითხეთ ჩვენი ბლოგი და გაიგეთ, თუ რა უნდა იცოდეთ მგზავრობამდე
Პირველ რიგში, ბილეთის შეძენისას/დაჯავშნისას, თქვენ აუცილებლად უნდა შეატყობინოთ თქვენს ავიახაზებს, რომ მგზავრობთ შინაურ ცხოველთან ერთად. უმეტეს შემთხვევაში, ავიახაზებს საჰაერო გზით გადაჰყავთ მხოლოდ ძაღლები და კატები
თქვენი შინაური ცხოველისთვის, როგორც წესი არსებობს ფრენის ორი მეთოდი, ესენია: თვითმფრინავის სამგზავრო სალონით, ან ჩასაბარებელი ბარგის განყოფილებით
Მგზავრობის მეთოდს ავიახაზები ადგენენ და ეს ძირითადად დამოკიდებულია ცხოველის სიმაღლესა და წონაზე. Ხშირ შემთხვევაში, თუ მისი წონა არ აღემატება 8-10 კილოგრამს, ხოლო სიმაღლე კი 25 სანტიმეტრს, ცხოველის გადაადგილება შესაძლებელი იქნება თვითმფრინავის ბორტზე სპეციალური სამგზავრო ჩანთით, ხოლო ამ პარამეტრების გადაცდენის შემთხვევაში, მას მოუწევს ფრენა ჩასაბარებელი ბარგის განყოფილებასთან ერთად
ასევე მგზავრობამდე უნდა გაითვალისწინოთ ცხოველის ასაკი. Მინიმალური დაშვებული ასაკი ცხოველის საჰაერო გზით გადაადგილებისთვის 8 კვირაა, თუმცა ეს ასევე დამოკიდებულია იმ ავიახაზებზე, რომლის მეშვეობითაც მგზავრობთ და თქვენს სამგზავრო მიმართულებაზე. ეს ინფორმაცია აუცილებლად წინასწარ გადაამოწმეთ.
ავიაკომპანიებს ასევე ესაჭიროებათ ჯანმრთელობის სერთიფიკატი, რომელიც უნდა იყოს გაცემული აკრედიტებული ვეტერინარის მიერ სერტიფიკატი მოიცავს ფიზიკურ გამოკვლევას, სადაც ნაჩვენები იქნება, რომ თქვენი შინაური ცხოველი ჯანმრთელია და გაკეთებული აქვს სხვადასხვა ტიპის ვაქცინაციები (მათ შორის აცრილია ცოფზე)
სერთიფიკატი მოქმედია 30 დღის განმავლობაში და ის დაგჭირდებათ როგორც გასამგზავრებლად, ასევე დასაბრუნებლად. გაითალისწინეთ, რომ ამ დოკუმენტების დამზადებასა და მოგროვებას გარკვეული დრო დასჭირდება, ამიტომ სწორად გათვალეთ დრო, რომ გამგზავრებამდე ყველა დოკუმენტი წესრიგში გქონდეთ
ასევე, თუ ფიქრობთ ტრანკვილიზატორის გამოყენებას, წინასწარ აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ვეტერინართან. Ხშირ შემთხვევაში დამაწყნარებლების გამოყენება არ არის რეკომენდირებული, რადგან ამცირებს ცხოველების რეაგირების უნარს და შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მათ მგზავრობაზე.
ბოლოს კი გაითვალისწინეთ, რომ ცხოველების საჰაერო გზით გადაადგილება დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული, შესაძლოა მათთვის დამატებითი ადგილის ყიდვა, ან ჩასაბარებელ/სატვირთო ბარგთან ერთად ღირებულების გადახდა მოგიწიოთ
ყველა ზემოაღნიშნული ინფორმაცია კი წინასწარ გადაამოწმეთ ავიახაზებთან და მხოლოდ მას შემდეგ დაგეგმეთ თქვენ ოთხფეხა მეგობართან ერთად მოგზაურობა.
თუმცა, როგორც აღვნიშნეთ ყველა ავიაკომპანიას ერთმანეთისაგან განსხვავებული ცხოველების გადაყვანის პოლიტიკა გააჩნია, მოდით გავეცნოთ რამდენიმეს:
- Turkish Airlines -ის შინაური ცხოველების პოლიტიკა
შინაური ცხოველები, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კვალიფიკაციას, შეუძლიათ იმოგზაურონ სამგზავრო სალონით: სალონში დასაშვებია მხოლოდ შინაური ძაღლები და კატები. ცხოველის სათავსო არ უნდა აღემატებოდეს 6 კგ-ს და 45 x 35 x 23 სმ-ს (სიგრძე x სიგანე x სიმაღლე).
შინაური ცხოველები, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კვალიფიკაციას, შეუძლიათ იმოგზაურონ ჩასაბარებული ბარგის განყოფილებით: ძაღლები და კატები, რომლებიც იწონიან 6 კგ-ზე მეტს, აქვთ 45 x 35 x 23 სმ-ზე დიდი ყუთი/გალია, გადაიყვანენ თვითმფრინავის სატვირთო განყოფილებაში.
- Pegasus Airlines -ის შინაური ცხოველების პოლიტიკა
პეგასუსი გთავაზობთ ტრანსპორტირების 3 მეთოდს: სალონით ტრანსპორტირება, ტრანსპორტირება საჰაერო ხომალდის სათავსოთი, ტრანსპორტირება, როგორც ტვირთი.
სამამდე შინაური ცხოველი დაიშვება სალონში, თუ ისინი აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს: შინაური ცხოველისა და სათავსოს საერთო წონა არ უნდა აღემატებოდეს 8 კგ-ს.
- Aegean Airlines -ის შინაური ცხოველების პოლიტიკა
სალონში ერთ მგზავრზე დასაშვებია მხოლოდ ერთი შინაური ცხოველი. სათავსო არ უნდა აღემატებოდეს 55 სმ x 40 სმ x 23 სმ, ხოლო სათავსოსა და შინაური ცხოველის წონა ერთად არ უნდა აღემატებოდეს 8 კგ-ს.
ძაღლებისთვის, რომლებიც ემსახურებიან უსინათლო ან სმენადაქვეითებულ მგზავრებს, ფრენა უფასოა. ხოლო ფრენის დაჯავშნისას უნდა აცნობოთ ავიაკომპანიას.
თქვენ ასევე შეგიძლიათ კატებისა და ძაღლების ტვირთის სახით გადაადგილება, თუ მათი წონა აღემატება 8 კგ-ს.
გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ Airbus 320 და 321 მოდელებს შეუძლიათ შინაური ცხოველების ტვირთის სახით გადაყვანა, ასე რომ აუცილებლად შეამოწმეთ თქვენი ბილეთი.
ცხოველები, რომელთა გადაყვანაც თვითმფრინავით დაუშვებელია:
არის ისეთი ცხოველებიც, რომელთა გადაყვანის უფლება არ გაქვთ. მაგალითად, ასეთია: წყალში მცხოვრები თევზები და სხვა საზღვაო არსებები, ისეთი პატარა ცხოველები, როგორიცაა ქვეწარმავლები, მღრღნელები და კუ.
გარდა ამისა, არ შეიძლება ისეთი ჯიშის ძაღლების გადაყვანა, როგორიცაა: ბულდოგი, ბოქსერი, ბოსტონის ტერიერი, შიჰ ცუსი, ჩიჰაჰუა, პეკინეზი და სხვ. რადგან ამ ძაღლების პრობლემა არის ის, რომ მათ აქვთ თავის შუბლის ნაწილების განსაკუთრებული ანატომია და ვერ უძლებენ ფრენას.
წყარო :econsul