ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია EasyJet ფრენებს საქართველოს მიმართულებით იწყებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ავიაკომპანია სოციალურ ქსელში ვიდეორგოლს აქვეყნებს და მოგზაურებს საქართველოს ღირსშესანიშნაობებს აცნობს.
EasyJet georgia 2025 წლის გაზაფხულიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ფრენებს მილანის, ლონოდინის და ჟენევა ს მიმართულებით შემოგვთავაზებს. ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ავიაკომპანიის ვებგვერდზე.
პირველი ფრენა საქართველოს დედაქალაქიდან ჟენევის მიმართულებით 31 მარტსაა დაგეგმილი. აღნიშნულ მიმართულებაზე ავიაკომპანია რეისებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს. რაც შეეხება ლონდონის ლუტონის აეროპორტისა და მილანის მალპენსას აეროპორტების მიმართულებით ფრენებს, 1 აპრილიდან, ასევე კვირაში ორი სიხშირით დაიწყება.
EasyJet მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც ამ დროისათვის ფრენებს 38 ქვეყანაში – 20 შიდა და 139 საერთაშორისო მიმართულებაზე ასრულებს. ავიაკომპანიის მთავარი ბაზა ლონდონშია.