დღეიდან უცხოელებისთვის აია-სოფიაში შესვლა ფასიანი გახდა

დღეიდან, 15 იანვრიდან აია-სოფიაში უცხოელი ტურისტების შესვლა ფასიანი გახდა. თურქული მედიის ინფორმაციით, აია-სოფიაში შესვლის საფასური 25 ევროს ექვივალენტი იქნება. ამასთან, დღეიდან აია-სოფიაში უცხოელი ტურისტებისა და თურქეთის მოქალაქეებისთვის ცალკე შესასვლელები მოეწყო.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლიდან, მას შემდეგ, რაც აია-სოფიას მუზეუმის სტატუსის ნაცვლად მეჩეთის სტატუსი აქვს, ტაძარში შესვლა ყველასთვის, მათ შორის ტურისტებისთვისაც უფასო იყო.

ცნობისთვის, აია-სოფიას საკათედრო ტაძარი ბიზანტიის ქრისტიანმა იმპერატორმა, იუსტინიანე I-მა ააგო და 537 წლის 27 დეკემბერს გაიხსნა. 1453 წელს ოსმალების მიერ კონსტანტინოპოლის აღებისა და ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ ტაძარი მეჩეთად გადაკეთდა. 1935 წლიდან, თანამედროვე თურქული სახელმწიფოს დამაარსებლის, ქემალ ათათურქის ბრძანებით, აია-სოფია მუზეუმის სახით ფუნქციონირებდა და UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა, თუმცა 2020 წლის ივლისში თურქეთის სახელმწიფო საბჭომ ათათურქის განკარგულება გააუქმა, რასაც მაშინვე ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განკარგულება მოჰყვა ტაძრის მეჩეთად გადაქცევისა და იქ მუსლიმთა ღვთისმსახურების დაწყების შესახებ.

აია-სოფიას მეჩეთში პირველი ლოცვა 2020 წლის 24 ივლისს აღესრულა. ამის შემდეგ მეჩეთში შესვლა ყველა დამთვალიერებლისთვის, მათ შორის, ტურისტებისთვის უფასო გახდა. მანამდე ტურისტები აია სოფიას ტაძარში სამუზეუმო აბონემენტით ან სალაროში ბილეთის შეძენით ხვდებოდნენ. მედიის ცნობით, 2020 წელს უცხოელებისთვის ბილეთი 100 ლირა (დაახლოებით, 15 დოლარი) ღირდა.

ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით: 032 2 04 89 55
ან მოგვწერეთ: იაფი ფრენები

 

გააზიარე

დატოვე კომენტარი

ADMIN PANEL