ოთხშაბათს, 25 იანვარს, სახმელეთო და საავიაციო უსაფრთხოების სამსახურები ბერლინის საერთაშორისო აეროპორტში (BER) გაფიცვას დაიწყებენ. მათი წარმომადგენლები დამსაქმებლებისგან შრომითი ხელშეკრულებების გახანგრძლივებასა და ხელფასების ზრდას ითხოვენ. როგორც პროფკავშირ Verdi-ში განმარტეს, ეს მოთხოვნები ეხება საავიაციო ინდუსტრიის ექვს ათასზე მეტ თანამშრომელს.
გაფიცვა, სავარაუდოდ, 3:30 საათიდან 23:59 საათამდე გაგრძელდება და ოთხშაბათს ბერლინის აეროპორტში დაახლოებით 300 ფრენის გაუქმებას გამოიწვევს. 35 ათას მგზავრს მოუწევს დალოდება ან ალტერნატიული მარშრუტების ძიება.
წყარო:Avianews.ge
303