თბილისსა და ტრაპიზონს შორის პირდაპირი ფრენები იწყება

ავიაკომპანია Georgian Wings -თან დაზუსტებული ინფორმაციით, იწყება ფრენები თბილის საერთაშორისო აეროპორტი -დან თურქეთის ქალაქ ტრაპიზონის მიმართულებთ. თბილისი ტრაპიზონი ტრაპიზონი თბილისი -ს საჰაერო ხაზზე პირველი რეისი რამდენიმე დღეში – 14 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

პირდაპირი ფრენა თბილისისის აეროპორტსა და ტრაპიზონის აეროპორს შორის დაგეგმილია კვირაში ორი სიხშირით – ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს. ცალმხრივი ავიაბილეთების ღირებულება ამ დროისათვის 447 ლარს შეადგენს და მათი შეძენა უკვე შესაძლებელია. რაც შეეხება ფრენის ხანგრძლივობას, აეროპორტებს შორის ფრენა 1 საათსა და 10 წუთს გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე აღნიშნულ მიმართულებაზე პირდაპირი ავიამიმოსვლა არ ხორციელდებოდა, ხოლო ერთი გადაჯდომით რეისებს კი თურქული ავიაკომპანია Pegasus -ი და სევე თურქული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია AJet -ი გვთავაზობდა.

წყარო:avia.ge

გააზიარე

დატოვე კომენტარი

ADMIN PANEL