რატომ გაიზარდა ავიაბილეთებისა და სასტუმროების ფასები 2025 წლის ზაფხულში

2025 წლის ზაფხულის სეზონი ქართველი მოგზაურებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირი შეიძლება აღმოჩნდეს. ევროპის მიმართულებით ავიაბილეთების ფასები საშუალოდ 20-30%-ით არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით.

იგივე ტენდენცია შეინიშნება სასტუმროების სექტორშიც — პოპულარულ ევროპულ ქალაქებში 25%-ით გაიზარდა.

ფასების ზრდის მთავარი მიზეზებია:  მზარდი მოთხოვნა: პოსტპანდემიური წლები ტურიზმის ბუმით გამოირჩევა.

2024 წელს ევროპაში რეკორდული რაოდენობის ტურისტი ეწვია, ხოლო 2025 წელს ეს ტენდენცია მხოლოდ იზრდება.

ინფლაცია და ლოჯისტიკური ხარჯები- საწვავის გაძვირებამ, მომსახურების სექტორში ხელფასების ზრდამ და ავიაკომპანიების ოპერაციული ხარჯების მატებამ ფასებზე პირდაპირი გავლენა მოახდინა.

მგზავრების დაბრუნება შორეულ ბაზრებიდან- ამერიკიდან, აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მოგზაურების აქტიური დაბრუნება ნიმდინარეობს წელს ევროპაში რაც ასევე ზრდის კონკურენციას და ტარიფებს.

პროგნოზები: ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ფასების ზრდა აგვისტოს ბოლომდე შენარჩუნდება. ფასების მცირე კლებას სექტემბრიდან უნდა ველოდოთ, როდესაც ტრადიციულად ტურისტული ნაკადი იკლებს.

რჩევა მოგზაურებს: წინასწარი დაჯავშნა (მინიმუმ 2-3 თვით ადრე) შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს ხარჯები. ასევე, ალტერნატიული მიმართულებების ან ნაკლებად პოპულარული პერიოდების არჩევა შესაძლო ბიუჯეტს უკეთ შეესაბამება.

——————————————————————————————————

ავიაბილეთების შესაძენად და თქვენი მოგზაურობის დასაგეგმად დაგვიკავშირდით:

+34632692890 (WhatsApp)


+34642635785 (WhatsApp)


+ 34 631 710 766 (WhatsApp)


▶️
დაგვემატეთ ჯგუფში –  იაფი ფრენები ;

▶️თვალი ადევნეთ მუდმივად სიახლეებს ჩვენს გვერდზე  – იაფი ფრენები • flyinfo ;

გააზიარე

დატოვე კომენტარი

ADMIN PANEL