თქვენ და თქვენი ბარგი ყოველთვის ექვემდებარებით აეროპორტის უსაფრთხოების კონტროლს, ამიტომ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რა ნივთები არ უნდა მოათავსოთ ხელბარგში:
ყველანაირი სახის იარაღი, საბრძოლო საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღი
ელექტროშოკური საშუალებები
ბასრი წვერის ან პირის მქონე საგნები, რომელთა გამოყენებამ შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას
სამუშაო იარაღი, რომლის გამოყენებამ შეიძლება სერიოზული საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას ან საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას
ფეთქებადი და ასაფეთქებელი ნივთიერებები და მოწყობილობები