თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთმა ახალმა ავიაკომპანიამ დაიწყო ოპერირება.
სომხეთის ეროვნულმა ავიახაზებმა – Fly Arna-მ ერევანი-თბილისის მიმართულებით დღეს პირველი რეისი შეასრულა, რომლითაც 167 მგზავრი ჩამოფრინდა. თბილისიდან ერევანში კი 110 ადამიანი გაემგზავრა.
ავიაკომპანია თბილისი-ერევნის მიმართულებით რეისებს კვირაში სამი სიხშირით, სამშაბათს, პარასკევს და კვირას შეასრულებს.
ავიაბილეთებთან დაკავშირებით მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ: იაფი.ფრენები / 032 2048955
მოგზაურობასთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის შემოგვიერთდით ჯგუფში: იაფი ფრენები
684