ქუთაისი აბუ-დაბი აბუ-დაბი ქუთაისი ს მიმართულებით ავიარეისები იზრდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ნოემბრიდან აბუ-დაბის საჰაერო ხაზზე ავიასიხშირეები გაიზრდება. ამჟამად, აღნიშნული მიმართულებით wizz air ყოველდღიურ პირდაპირი რეისებს ასრულებს, თუმცა ზამთრის სეზონზე ფრენების რაოდენობას კვირაში 10 სიხშირემდე გაზრდის.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი ქარქაშაძემ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უმასპინძლა არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს, აჰმედ ალნუაიმს. ვიზიტის ფარგლებში ელჩს დავით აღმაშენებლის სახელობის ტერმინალი, სანავიგაციო კოშკურა და აეროპორტის ოპერაციული პროცესი დეტალურად გააცნეს.
მხარეებმა ასევე განიხილეს ნოემბრიდან დაგეგმილი სიხშირეების ზრდა. ელჩმა აღნიშნა, რომ ქუთაისის აბუ-დაბი საჰაერო მარშრუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მგზავრთნაკადის მიხედვით ეს მიმართულება პირველ ადგილზეა.
სასიამოვნოა ქუთაისის თანამედროვე და ლამაზი აეროპორტში ყოფნა. მოხარულები ვართ, რომ Wizz Air Abu Dhabi, რომელიც ამჟამად აბუ-დაბიდან ქუთაისში ყოველდღიურად ახორციელებს რეისებს, მალე ფრენების რაოდენობას თითქმის გააორმაგებს. გარკვეულ დღეებში კი ორი რეისი შესრულდება“, – განაცხადა აჰმედ ალნუაიმიმ.
ქარქაშაძის თქმით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული მიმართულებით.
2024-2025 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონზე აბუ-დაბი-ქუთაისის მიმართულებით რეისები დღეში ორჯერ განხორციელდება. ახლო აღმოსავლეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული ტურისტული ბაზარია, ამიტომ ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას ამ მიმართულების განვითარებისთვის“, – განაცხადა ასევე ქარქაშაძემ.