შირინცე 2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული სოფლების სიაშია

სოფელი შირინცე, რომელიც იზმირში მდებარეობს,  გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ (UNWTO) “2023 წლის მსოფლიოს საუკეთესო ტურისტულ სოფლებს შორის” დაასახელა. შირინცე თურქეთის ეგეოსის სანაპიროს ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სოფელია,  რომელიც ყურადღებას იპყრობს თავისი ბუნებით, ისტორიით, კულტურითა და გასტრონომიით.

Reasons To Visit Şirince

აღნიშნული სოფელი  თავის მრავალსაუკუნოვან ისტორიას დღემდე ინახავს.  აქ მოხვედრისას ირგვლივ დაინახავთ ხეხილის, ზეთისხილის კორომებს  და ვენახებს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ადგილობრივი მოსახლეობის საარსებო წყაროს წარმოადგენდა. ბუნების სილამაზის გარდა, შირინცე ასევე ცნობილია თავისი ტკბილი ღვინოებით, რომლებიც მზადდება რეგიონში მოყვანილი თითქმის ყველა ხილისგან. აღსანიშნავია სოფლის გასტრონომიაც. შირინცეს პოპულარობას კიდევ უფრო ამყარებს მისი გასტრონომიაც, რადგან  აქ რესტორნები გვთავაზობენ ეგეოსის უგემრიელეს კერძებს, ადგილობრივ ღვინოებს და სხვა.

სოფელი მდებარეობს  უძველესი ქალაქ ეფესოდან დაახლოებით 12 კილომეტრში, იზმირიდან 85 კილომეტრის დაშორებით. არქიტექტურა მართლაც განსაკუთრებულია.

Wait, What/Where Is Şirince?

შირინცე არის საყვარელი პატარა სოფელი მხიარული ისტორიით, ულამაზესი ხედებით, შესანიშნავი საკვებით, სტუმართმოყვარეობით და მრავალი სხვა. ეს ტრადიციული თურქული სოფლისა და ტრადიციული ბერძნული სოფლის შესანიშნავი სინთეზია. სოფელი მდებარეობს ულამაზეს მთიან მხარეში ზღვის დონიდან 400 მეტრის სიმაღლეზე. დასახლების ისტორია დაახლოებით 600 წელია, თემურლენგის შემოსევის დროს ბერძენი მოსახლეობა მთებში გაიქცა და სოფელი დააარსა.

ბერძნები აქ ცხოვრობდნენ გასული საუკუნის 20-იან წლებამდე, შემდეგ თურქებმა დაიწყეს აქ დასახლება (ბერძნულ-თურქეთის ომის შემდეგ მოხდა მოსახლეობის გაცვლა).

All-natural locally source food:

თუმცა, არქიტექტურა ბერძნული დარჩა, აქ სახლები განსხვავდება სხვა თურქულ დასახლებებში ნაპოვნი სახლებისგან. თურქებმა სოფლის ყველა შენობა შეიტანეს ისტორიული მემკვიდრეობის ნუსხაში, მათი შეცვლა შეუძლებელია. მოსახლეობა დღესაც მეურნეობაით არის დაკავებული, რაც მას კიდევ უფრო უნარჩუნებს უნიკალურობას. აქ ძალიან პოპულარულია ზეთისხილის დამუშავება, ასევე ხშირად შეძლებთ გასინჯოთ მურაბები, შერბეთები, ნახოთ  ხელნაკეთი ნივთები, სუვენირები და სხვ. გაზაფხულზე ბუნება საოცრად აცოცხლებს სოფელს და მას მწვანე სამოთხედ აქცევს.

ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით: 032 2 04 89 55
ან მოგვწერეთ: იაფი ფრენები

 

 

გააზიარე

დატოვე კომენტარი

ADMIN PANEL