შშმ და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მგზავრები -რეგულაცია (EC) № 1107/2006-ის შესაბამისად, ჩვენი პარტნიორები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მგზავრებს აეროპორტებში მომსახურებათა ფართო სპექტრს სთავაზობენ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მგზავრებად ითვლებიან პირები, რომელთა ფიზიკური ან ფსიქიკური მდგომარება მათი მომსახურების მიმართ (ჩასხდომისას/გადმოსხმისას, ფრენის მსვლელობისას, ავარიული ევაკუაციისას, სახმელეთო მომსახურებისას) ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს, რაც, ჩვეულებრივ, სხვა მგზავრებზე არ ვრცელდება.
შშმ მგზავრებად ითვლებიან მგზავრები, რომლებიც:
- იყენებენ ეტლებს
- აქვთ მხედველობის ან სმენის დარღვევები
- მგზავრობენ გამძღოლ ძაღლებთან ერთად
განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მგზავრებად ითვლებიან ისინი, ვინც:
- არიან ფეხმძიმედ
- მგზავრობენ მოტეხილი ფეხით
- მგზავრობენ ტრანსპორტირების მოწყობილობებით
- ატარებენ ინფექციურ დაავადებას
- იყენებენ მედიკამენტებს ან სამედიცინო მოწყობილობებს
- სამედიცინო ჩვენების მიხედვით, საჭიროებენ დამატებით ჟანგბადს
თუ დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდებით, რაც იმას ნიშნავს, რომ დახმარების გარეშე ვერ მოახერხებთ ადგილიდან ადგომას და საევაკუაციო გასასვლელამდე მისვლას; ან იმ შემთხვევაში, თუ არ შეგიძლიათ ეკიპაჟის წევრებთან კომუნიკაცია უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე (მაგ., უსაფრთხოების ინსტრუქციების გაგება და მათზე რეაგირება კოგნიტური ან სწავლასთან დაკავშირებული დარღვევების, ასევე სიბრმავის ან სიყრუის გამო), უსაფრთხოების ღვედის მოხსნა, სამაშველო ჟილეტის ამოღება და ჩამოცმა, ან ჟანგბადის ნიღბის მორგება — ამ შემთხვევაში, თქვენ თან უნდა გახლდეთ ქმედითუნარიანი ზრდასრული.
თანხმლები პირი უნდა იყოს 16 წელზე უფროსი და სათანადო ფორმაში იმისთვის, რომ საგანგებო ვითარებისას თქვენი დახმარება შეძლოს.
რეისზე ონლაინ რეგისტრაციისას თქვენს თანამგზავრს ავტომატურად მიენიჭება ადგილი თქვენს გვერდით, თუ რეისამდე სულ მცირე 48 საათით ადრე დაუკავშირდებით Wizz Air-ის სპეციალური დახმარების გუნდს; მომიჯნავე ადგილების მიუწვდომლობის შემთხვევაში, თქვენი თანამგზავრი დაჯდება იმავე რიგის სავარძელში ან არა უმეტეს ერთი რიგის დაშორებით თქვენგან. თუ ონლაინ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, თქვენ არ მოგენიჭათ ადგილი ისე, როგორც აღწერილია ზემოთ, მიმართეთ აეროპორტში რეგისტრაციის აგენტებს თქვენი ადგილების შესაცვლელად. გაითვალისწინეთ, რომ რეისზე ონლაინ რეგისტრაცია მაინც უნდა შესრულდეს წინასწარ, რათა თავიდან აიცილოთ აეროპორტში რეგისტრაციის საფასურის გადახდა.
თქვენ უფასოდ შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ ან აიტანოთ ბორტზე შშმ პირების ტრანსპორტირების ორი მოწყობილობა.
ბატარეები
ტრანსპორტირებისთვის დაშვებულია მხოლოდ მექანიკური და მშრალ, ჰერმეტულ ბატარეებზე მომუშავე ეტლები. ბატარეების გადაზიდვა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მოკლე ჩართვების თავიდან აცილების მიზნით, მათი კლემები იზოლირებული იქნება. ბატარეა ეტლთან საგულდაგულოდ უნდა იყოს მიმაგრებული.
გაბარიტები
თუ თქვენი ეტლი არ იკეცება, გთხოვთ, დარეკოთ განსაკუთრებული დახმარების საინფორმაციო ცენტრში და მოგვაწოდოთ ინფორმაცია მისი გაბარიტების შესახებ.
დახმარება
თქვენი კომფორტისთვის მომსახურე აგენტი გაგიწევთ დახმარებას რეისზე რეგისტრაციისა და ბარგის ჩაბარების დროს. თქვენ ასევე მიგაცილებენ ჩასხდომის გასასვლელთან, უსაფრთხოების შემოწმების გასავლელად და ბორტამდე. უმეტეს შემთხვევაში, თქვენ შეგხვდებათ ადგილი ფანჯარასთან.
გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი ეკიპაჟის წევრები ვერ გაგიწევენ სასმელთან, საკვებთან თუ მედიკამენტების მიღებასთან დაკავშირებულ დახმარებას, თუმცა საჭიროებისამებრ, მათ თქვენი საპირფარეშომდე მიცილება შეუძლიათ.
დამხმარე საშუალებები
Wizz Air Hungary-სა და Wizz Air Malta-ს მიერ შესრულებული ყველა რეისი აღჭურვილია საბორტო ეტლით საპირფარეშოთი სარგებლობისთვის. ბორტის ეკიპაჟი დაგეხმარებათ სკამის გამართვაში და საჭიროებისამებრ ბორტზე გადაადგილებაში. გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი: — თქვენ უნდა შეგეძლოთ თქვენი ადგილიდან ეტლში გადაჯდომა დამოუკიდებლად ან პირადი დამხმარის მეშვეობით. — თქვენ უნდა შეგეძლოთ საკუთარ თავზე ზრუნვა საპირფარეშოთი სარგებლობისას. — თუ დაქვეითებული მხედველობა ან სმენა გაქვთ, აცნობეთ ეკიპაჟს, რათა საუკეთესო ხელმისაწვდომი სერვისი გაგიწიოთ. მგზავრებს, რომლებიც საჭიროებენ დახმარებას მედიკამენტების მიღებაში, კვებაში, საპირფარეშოთი სარგებლობაში, ადგომაში ან კომუნიკაციაში, ვურჩევთ, იმგზავრონ პირად დამხმარესთან ერთად კომფორტისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
მგზავრებს, რომლებსაც მხედველობის ან სმენის დარღვევები აქვთ, დახვედრისა და დახმარების სერვისებს გთავაზობთ. დაგეხმარებას რეგისტრაციისას, მიცილებას უსაფრთხოების შემოწმების გასავლელად, ხოლო შემდეგ, ჩასხდომის გასასვლელთან. ბორტზე თქვენ ყველაზე ადრე ახვალთ, სადაც ეკიპაჟის წევრები ბარგის შენახვაში და ადგილზე მოთავსებაში დაგეხმარებიან.
მხედველობისა და სმენის დაქვეითების მქონე მგზავრებს არ სჭირდებათ სამედიცინო ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება, რომ თვითმფრინავით მგზავრობა ნებადართულია. აღნიშნული არ გულისხმობს მხედველობისა და სმენის დაქვეითების მქონე მგზავრებს, რომლებისთვისაც აკრძალულია თვითმფრინავით მგზავრობა (მათ შორის, თუმცა ამით არ შემოიფარგლება, ახალი ოპერაციის, გულის მოქმედების დარღვევისა და სხვა მიზეზთა გამო), რა შემთხვევაშიც მათზე გავრცელდება სამედიცინო ცნობასთან დაკავშირებით ზემოთ განმარტებული წესები.
გამძღოლ და დამხმარე ძაღლებთან ერთად მგზავრობა
შშმ და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მგზავრები
სოციალური დაცვისა და შრომის სამინისტროს ბრძანება №27/2009-ის მიხედვით, გამძღოლი და დამხმარე ძაღლები ბორტზე დაიშვებიან უსასყიდლოდ შშმ იმ პირებისთვის, რომლებიც მგზავრობენ ევროკავშირის ფარგლებში და ევროკავშირის ქვეყნებიდან მის ფარგლებს გარეთ. თითოეულ რეისზე დაშვებულია მხოლოდ ერთი ძაღლის ამოყვანა, რომელიც მგზავრებისთვის განკუთვნილ ადგილს არ უნდა იკავებდეს.
გთხოვთ, დაჯავშნისას შეატყობინეთ ავიაკომპანიას, რომ მგზავრობას დამხმარე ძაღლთან ერთად აპირებთ. გარდა ამისა, გთხოვთ, ამის შესახებ აცნობოთ განსაკუთრებული დახმარების საინფორმაციო ცენტრს, ან გააგზავნოთ ელწერილი განსაკუთრებული დახმარების ელფოსტის მისამართზე. გამგზავრების დაგეგმილ დრომდე არა უგვიანეს 48 საათით ადრე თქვენ უნდა გააგზავნოთ შემდეგი დოკუმენტები:
- მოწმობა, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენი ძაღლი სერტიფიცირებული დამხმარე ძაღლია
- ყველა დოკუმენტი, რომელსაც მოითხოვს იმ ქვეყნების რეგულაციები, რომელშიც/რომლიდანაც მგზავრობთ
ბორტზე სხვა ცხოველებთან ერთად მგზავრობა დაუშვებელია. ცხოველები, რომლებიც უზრუნველყოფენ ემოციურ მხარდაჭერას, არ დაიშვებიან Wizz Air-ის რეისებზე.
სასიარულო ჩარჩოები,ყავარჯნები,თაბაშირის სახვევი
შშმ და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მგზავრები
თქვენ უფასოდ შეგიძლიათ გადაიტანოთ ტრანსპორტირების ორი მოწყობილობა, მათ შორის, ყავარჯნები და სასიარულო ჩარჩოები.
ყავარჯნების ატანა შესაძლებელია ბორტზე, ხოლო სასიარულო ჩარჩო ბარგში უნდა ჩააბაროთ.
თუ თაბაშირის სახვევში მოთავსებული მოტეხილი ფეხით მგზავრობთ, რომელსაც მუხლში ვერ ხრით, თქვენ დაგჭირდებათ დამატებითი ადგილის შეძენა.
ავიაბილეთის დაჯავშნისას მგზავრის სახელის ველში მიუთითეთ: „EXST“, ხოლო გვარის ველში საჭირო იქნება თქვენი რეალური გვარის შეყვანა.
თუ ავიაბილეთი უკვე დაჯავშნილი გაქვთ, მაგრამ მასში დამატებითი ადგილი არ მიგითითებიათ, დაუკავშირდით ავიაკომპანიის განსაკუთრებული დახმარების საინფორმაციო ცენტრს.
თუ გაქვთ ინფექციური დაავადება ან ნებისმიერი სხვა მდგომარეობა, რომელიც შეიძლება სამედიცინო დახმარებას საჭიროებდეს, თქვენ დაგჭირდებათ სამედიცინო ცნობა, რომელშიც მითითებული იქნება, რომ თვითმფრინავით მგზავრობა თქვენთვის ნებადართულია. სამედიცინო ცნობა გაცემული უნდა იყოს არა უადრეს ფრენამდე 6 დღისა.
ავიაკომპანია არ აგებს პასუხს მგზავრისთვის მიყენებულ ტრავმებზე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე ან სიკვდილზე, რომლის გამომწვევი მიზეზიც ზემოაღნიშნული მდგომარეობების დროს მგზავრის ავიაგადაყვანა იქნება.
გთხოვთ, თქვენი რეისის დაგეგმილ გამგზავრებამდე მინიმუმ 48 საათით ადრე დაუკავშირდეთ ჩვენს განსაკუთრებული დახმარების საინფორმაციო ცენტრს.
თქვენი მედიკამენტები ყოველთვის ხელბარგში უნდა გქონდეთ. თუ პირველადი საჭიროების მედიკამენტები გჭირდებათ, როგორიც არის, მაგალითად, ინსულინი, აუცილებლად თან უნდა იქონიოთ იმის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა, რომ ის მგზავრობისას დაგჭირდებათ. საჭიროებისამებრ, ეს დოკუმენტი აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს უნდა წარმოუდგინოთ.
გაითვალისწინეთ, რომ ბორტზე თქვენი მედიკამენტების გაგრილებას ვერ უზრუნველვყოფთ.
ბორტზე შეგიძლიათ აიტანოთ ჟანგბადის პორტატული კონცენტრატორები,რომლებიც არ შეიცავს შეკუმშულ აირს ან თხევად ჟანგბადს, იმ პირობით, რომ ჩვენ მივიღებთ დოკუმენტაციას, რომელიც ადასტურებს აღჭურვილობის ტიპს,და სამედიცინო ფორმას „ფრენისთვის შესაფერისობის“ შესახებ.
თუ გსურთ, ბორტზე თან იქონიოთ, ან გამოიყენოთ ჟანგბადის გენერატორისგან განსხვავებული დამხმარე მოწყობილობა (პერსონალური რესპირატორული მოწყობილობა), როგორიცაა სასუნთქი აპარატი, საფრქვეველი, რესპირატორი, სასუნთქ გზებში დადებითი მუდმივი წნევისან ორფაზიანი ვენტილაციისაპარატები, უნდა წარმოადგინოთ „ფრენისთვის შესაფერისობის“ ფორმა.
თუ მგზავრობას აპირებთ აღნიშნულ მოწყობილობებთან ერთად, დაუკავშირდით განსაკუთრებული დახმარების საინფორმაციო ცენტრს თქვენი რეისის დაგეგმილ გამგზავრებამდე მინიმუმ 48 საათით ადრე დოკუმენტების გადასამოწმებლად. გაითვალისწინეთ, რომ „ფრენისთვის შესაფერისობის“ ფორმა გაცემული უნდა იყოს გამგზავრებამდე მაქსიმუმ 6 დღით ადრე.
მგზავრებმა აეროპორტში რეისზე რეგისტრაცია უნდა გაიარონ რეისის დაგეგმილ გამგზავრებამდე მინიმუმ2 საათით ადრედა შესამოწმებლად წარმოადგინონ როგორც მოწყობილობა, ისე დოკუმენტები.
თუ საინფორმაციო ცენტრს წინასწარ არ დაუკავშირდებით ან/და აეროპორტში ვერ წარმოადგენთ „ფრენისთვის შესაფერისობის“ ფორმას, გადამყვანმა შეიძლება უარი გითხრათ ტრანსპორტირებაზე.
აღნიშნული მოწყობილობის გადატანა შეგიძლიათ უფასოდ, დამატებითი ნივთის სახით.