ავიაკომპანია Sky Express  თბილისიდან ათენის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს

ავიაკომპანია Sky Express თბილისი -ათენი ათენი – თბილისი -ს მიმართულებით იწყებს ფრენებს. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, ბერძნული ავიაკომპანია სქაი ექსპრესი 2024 წლის 6 ნოემბრიდან ათენიდან თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში Sky Express -ის ავიარეისები კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს შესრულდება. ავიაკომპანია ზამთრის სანავიგაციო სეზონზე Airbus 320 Neo ტიპის საჰაერო ხომალდით იფრენს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მიმართულებაზე პირდაპირ ფრენებს ასევე ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines -ი ასრულებს.

ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით:

——————————————————-

+49 1627253623 (Whatsapp)

+995 595 99 56 65 (Whatsapp)

+ 34 631 710 766 (WhatsApp)


——————————————————

▶️
დაგვემატეთ ჯგუფში –  იაფი ფრენები ;

▶️თვალი ადევნეთ მუდმივად სიახლეებს ჩვენს გვერდზე  – იაფი ფრენები • flyinfo ;

▶️ გამოგვიწერეთ instagram -ზე.

გააზიარე

დატოვე კომენტარი

ADMIN PANEL