თბილისში ახალი აეროპორტი გაიხსნება

გასულ წელს, ცნობილი გახდა რომ თბილისში, ვაზიანის ტერიტორიაზე, ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა იგეგმებოდა. საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვაზიანის აეროპორტის მშენებლობა 2029 წელს დასრულდება.

ვაზიანის აეროპორტი პირველ ეტაპზე, წლიურად, 10 მლნ-მდე მგზავრის გატარებას შეძლებს, ხოლო მეორე ფაზის დასრულების შემდეგ კი – 20 მილიონამდე მგზავრის მომსახურებას.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -ს გაფართოების რესურსი შეზღუდულია, და სწორედ ამიტომ, საჭიროა ახალი აეროპორტის აშენება. ვაზიანი კი საერთაშორისო კლასის აეროპორტის მშენებლობისთვის იდეალური ადგილია.

ახალი აეროპორტის აშენების იდეა, თბილისის აეროპორტში მგზავრთანაკადის ზრდითაა გამოწვეული. სულ უფრო და უფრო იზრდება მოთხოვნა როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ფრენებზე. ამის გამო, სახელმწიფო განაგრძობს შიდა ფრენების სტიმულირებას და ავიაბილეთებზე ფასების სუბსიდირებას, ასევე რეგიონული აეროპორტების განვითარებას.

ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით:

——————————————————-

+49 1627253623 (Whatsapp)

+995 595 99 56 65 (Whatsapp)

+ 34 631 710 766 (WhatsApp)


——————————————————

▶️
დაგვემატეთ ჯგუფში –  იაფი ფრენები ;

▶️თვალი ადევნეთ მუდმივად სიახლეებს ჩვენს გვერდზე  – იაფი ფრენები • flyinfo ;

▶️ გამოგვიწერეთ instagram -ზე.

გააზიარე

დატოვე კომენტარი

ADMIN PANEL