2025 წლის პირველი იანვრიდან, ისრაელის სახელმწიფოში შესვლის წესები იმ ქვეყნებისთვის იცვლება, რომლებიც ისრაელთან უვიზო რეჟიმით სარგებლობდნენ. ქვეყანაში შესასვლელად საჭირო იქნება ვებ გვერდზე რეგისტრაცია და წინასწარ ავტორიზაციის მიღება. პროცედურა ფრენამდე 72 საათით ადრე უნდა მოხდეს.
მოქალაქეები, რომლებიც წინასწარ შეავსებენ აღნიშნულ აპლიკაციას, მიიღებენ ისრაელის სახელმწიფოში 2 წლამდე ვადით გამგზავრების ავტორიზაციას.
გასათვალისწინებელია, რომ თუ მოქალაქე შეიცვლის სახელს ან გვარს, ან გამოცვლის პასპორტს, ავტორიზაციის მიღება თავიდან მოუწევს.
ამასთან, საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ აღნიშნული ავტორიზაცია არ უზრუნველყოფს ქვეყნის საზღვრის კვეთის გარანტიას და მოქალაქეს კვლავ მოუწევს საზღვრის დაცვის ოფიცერთან გასაუბრება.
პირველ იანვრამდე, ავტორიზაციის გავლა უფასო და ნებაყოფლობითია. ხოლო პირველი ინავრიდან პროცედურა სავალდებულო გახდება და მისი ღირებულება 25 შეკელი იქნება, რაც ქართულ ვალუტაში დაახლოებით 20 ლარია.
წყარო: avia.ge
——————————————————————————————————
ავიაბილეთების შესაძენად და თქვენი მოგზაურობის დასაგეგმად დაგვიკავშირდით:
+49 1627253623 (Whatsapp)
+995 595 99 56 65 (Whatsapp)
+ 34 631 710 766 (WhatsApp)
დაგვემატეთ ჯგუფში – იაფი ფრენები ;
თვალი ადევნეთ მუდმივად სიახლეებს ჩვენს გვერდზე – იაფი ფრენები • flyinfo ;
გამოგვიწერეთ instagram -ზე.