ჩინეთის უმსხვილესი ავიაკომპანია  Air China საქართველოში პირდაპირ ფრენებს იწყებს

პირდაპირი ფრენები ჩინეთთან – უმსხვილესი ჩინური ავიაკომპანია Air China თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიმართულებით რეგულარული ფრენებს, შემოდგომიდან დაიწყებს.

ავიაკომპანია თბილისი ურუმჩი –  ურუმჩი თბილისი -ს საჰაერო ხაზზე ოპერირებას, კვირაში სამი სიხშირით, Boeing 737 800 – ით მოახდენს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ტავ ჯორჯიასა და ავიაკომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ავიაბაზარზე ჩინეთური ავიაკომპანია სექტემბრიდან დაიწყებს რეგულარულ ფრენებს.

 

მარიამ ქვრივიშივილის – მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამ, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას დიდი სტიმული მისცა. მისივე თქმით, ჩინეთთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ, დააჩქარა ეარ ჩაინა -სთან მოლაპარაკების წარმატებით დასრულება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმებამ , დამატებით სტიმული მისცა ორმხრივ მოლაპარაკებებს თანამშრომლობის გაღრმავების, მათ შორის, პირდაპირი ფრენების სიხშირეთა გაზრდისა და ფრენების გაფართოების მიმართულებით.

„საქართველოს ტურისტული სექტორისთვის ჩინეთი ახალი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩამოსული ტურისტები, გამოირჩევიან მაღალმხარჯველუნარიანობით და ტრადიციულად, გრძელვადიან ტურებს ირჩევენ. პირდაპირი ავიარეისების სიხშირეთა ზრდა, ხელს შეუწყობს მეტი ვიზიტორის ჩამოსვლას, რაც დადებითად აისახება ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორის განვითარების დინამიკაზე, ასევე დამატებით სტიმულს მისცემს ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით ჩინეთის სხვა ქალაქებიდანაც, რათა საქართველოში ჩამოსვლა უფრო მეტმა ჩინელმა ტურისტმა შეძლოს.

ამ დროისათვის, საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირ რეგულარულ სამგზავრო რეისებს China Southern Airlines -ი ასრულებს. 2023 წლიდან, ავიაკომპანიამ ეტაპობრივად გაზარდა ფრენების სიხშირე და ამჟამად, ურუმჩი თბილისი –  თბილისი ურუმჩი ს საჰაერო ხაზზე ფრენებს, ყოველდღიურად ასრულებს.

მიმდინარე წლის იანვარი-ივნისის თვის მონაცემებით, ავიაკომპანია China Southern -მა ჩინეთსა და საქართველოს შორის 19,991 მგზავრი გადაიყვანა. 2023 წელს Ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული ტურისტების რაოდენობამ 48,304 შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 554.5%-იანი ზრდაა. 2024 წლის ორი კვარტლის მონაცემებით კი ჩინეთიდან 32,853 ვიზიტი განხორციელდა. 2023 წელთან შედარებით ზრდამ 159.5% შეადგინა.

დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით იაფ ფრენებთან  ერთად – ბილეთების შესაძენად  დაგვიკავშირდით:

WhatsApp – +34631710766  , +34632692890

ან მოგვწერეთ FACEBOOK გვერდზე  იაფი ფრენები .

 

 

 

გააზიარე

დატოვე კომენტარი

ADMIN PANEL