რა ვნახოთ ბარსელონაში მოგზაურობისას

ბარსელონა –  ესპანეთის ერთ-ერთი გამორჩეული  ქალაქი, თამამად შეიძლება ვუწოდოთ მას ესპანეთის საგანძურიც. წელიწადის ნებისმიერ სეზონზე შეგიძლიათ დატკბეთ მისი სილამაზით, თუმცა, ზაფხული მიანც განსაკუთრებულად გამორჩეულია. ამ სეზონზე ბარსელონას უამრავი ტურისტი სტუმრობს და სწორებ ეს სძენს მას განსაკუთრებულ ელფერს.

ჩვენ დაგეხმარებით დაგეგმოთ თქვენი მოგზაურობა ბარსელონაში, რა უნდა ნახოთ და სად წახვიდეთ რომ დატკბეთ ამ ქალაქის საოცარი სილამაზით.

საგრადა ფამილია 

140 წელზე მეტი ხნის შემდეგ, ბარსელონის სიმბოლოდ ქცეული საგრადა-ფამილიას ბაზილიკის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ამ დროისთვის ტაძრის ხუთი ცენტრალური კოშკის მშენებლობა უკვე დასრულებულია, მეექვსე და უკანასკნელ კოშკზე მუშაობა კი, სავარაუდოდ, 2026 წელს დამთავრდება. ამის შემდეგ, საგრადა-ფამილია, რომლის შენებაც 1882 წელს დაიწყო, დამთავრებულ პროექტად ჩაითვლება.

საგრადა-ფამილია კატალონიელი არქიტექტორის, ანტონიო გაუდის, ნამუშევარია. გაუდიმ ტაძრის მშენებლობას თავისი ცხოვრების 40 წელზე მეტი შეალია, მაგრამ მისი გარდაცვალებისას პროექტის მეოთხედიც კი არ იყო დასრულებული.

მიუხედავად იმისა რომ შენობა დაუსრულებელია, ის მაინც იზიდავს მილიონობით ტურისტ თავის დიზაინითა და ორიგინალურობით.

-პარკი გუელი

გუელის პარკი – ცნობილი პარკი ბარსელონაში, ელ-კარმელის მთაზე. წარმოადგენს ბაღებისა და ცოცხალი ზონების კომპლექსს.

გუელის პარკი შექმნა ანტონიო გაუდიმ 1900-1914 წლებში. მასში მდებარეობს ანტონიო გაუდის სახლი, რომელშიც ცნობილი არქიტექტორი ცხოვრობდა 1906 წლიდან გარდაცვალებამდე (1926 წ.). სახლში ამჟამად განთავსებულია გაუდის მუზეუმი.

.

 

ტრიუმფალური თაღი

ეს თაღი აშენებულია 1888 წელს იმ მიზნით რომ იგი ყოფილიყო მთავარი შესასვლელი ჭიშკარი ბარსელონას მსოფლიო გამოფენაზე. თაღის წინ არის ქვის ქანდაკება, რომელიც ბარსელონას მასპინძლობის სიმბოლოა. წითელი აგურის ნაგებობაზე მოჩანს სკულპტურული კომპოზიციები, აგრეთვე ესპანეთისა და მისი პროვინციების გერბები.

ამ თაღის გავლით ულამაზეს პარკში მოხვდებით სადაც ნახავთ უამრავ ქანდაკებას, მათ შორისა ყველასთვის პოპილარულია “ქალი ქოლგით” და “მამონტი”, ასევე აქ არის გეოლოგიის მუზეუმი, ორანჟერია, ზოოპარკი სადაც 300-ზე მეტი სახეობის ცხოველია.

 

 

საკათედრო ტაძარი

ეს დიდებული გოთური სტილის ტაძარი განსხვავდება მისი ევროპელი კოლეგებისგან მსუბუქი არქიტექტურით. ტაძარი მშვენიერია როგორც გარედან, ასევე შიგნით: ფასადები მორთულია გოთური „როზეტებით“, მოხდენილი სვეტებითა და წვრილი წვეტიანი კოშკებით, ხოლო შიგნით ნახავთ ბრწყინვალე დარბაზს ქრისტეს ქანდაკებით და ცამეტი თეთრი ბატის ფიგურებით – პატივსაცემად. წმ.ეულალია. ტაძრის გუმბათიდან იშლება ქალაქის საოცარი ხედი.

 

Casa batllo

დიდი გაუდის კიდევ ერთი მარგალიტი,  ბატლოს  სახლი დიდხანს დაგახსოვრდებათ. უცნაური, მცურავი ფასადი, მოზაიკის ნათელი ფერები, ვიტრაჟები და აჟურული დეკორაციები ფანჯრებზე და აივნებზე – სახლი მეზობელ შენობებთან შედარებით ცოცხალი ჩანს. შიგნით ყველაფერი არანაკლებ საინტერესოა: აღფრთოვანება მზის ჭაღით, ვიტრაჟებითა და ცნობილი “მცურავი” დეკორაციებით სასახლის ინტერიერში.

 

-კატალონიური ხელოვნების მუზეუმი

ბარსელონას მთავარი მუზეუმი და მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი შენობა. კატალონიური ხელოვნების მუზეუმი მდებარეობს მონჟუიკის გორაზე, დედოფალ მარია კრისტინას გამზირის ბოლოს (Avinguda de la Reina Maria Cristina).

ეს უბრალოდ სამოთხეა ხელოვნების მოყვარულისთვის: მუზეუმი შეიცავს რომაული და გოთური სტილის, ბაროკოსა და რენესანსის ეპოქის ხელოვნების ნიმუშებს

პიკასოს მუზეუმი 

პაბლო პიკასო ბავშვობიდან ცხოვრობდა ბარსელონაში და მისი მუზეუმი იდეალურად ასახავს მის დამოკიდებულებას ამ ქალაქის მიმართ.

რამბლას ქუჩა

ეს უდავოდ ყველაზე ცნობილი ქუჩაა ბარსელონაში. რამბლა გადაჭიმულია კატალონიის მოედანიდან ძველ პორტამდე (მარჯვნივ ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლთან) აქ განთავსებულია უამრავი მაღაზია და კაფე და, რა თქმა უნდა, ცნობილ ბაზარი La Boqueria.

 

 

 

ძველი პორტი

ბარსელონას ძველი პორტი გახდა ერთ-ერთი საყვარელი ადგილი გასასეირნებლად. გარდა იმისა, რომ ეს, ალბათ, ყველაზე პოპულარული ადგილია შოპინგისთვის ქალაქში, სწორედ აქედან იწყება წყლის ექსკურსიები პორტსა და ნავსადგურებში და გადის ფუნიკულიორი მონჟუიკისკენ.

 

 

-ტიბიდაბოს გორა

ბარსელონას ულამაზესი პანორამის ზემოდან აღფრთოვანებისთვის საუკეთესო ადგილი ტიბიდაბოს ბორცვია, თუმცა ის არა მხოლოდ ამით დაგაინტერესებთ. აქ შეგიძლიათ გაატაროთ დრო ტყიან ფერდობებზე სეირნობით,ასევე დატკბეთ ატრაქციონებით.

 

 

 

-გოთიკური კვარტალი

ბარსელონაში აუცილებლად სანახავი არის ვიწრო უძველესი ქუჩების ლაბირინთი, რომელიც მდებარეობს La Rambla-სა და Laietana Street-ს შორის – სწორედ აქ ტრიალებს ძველი ქალაქის ნამდვილი სული!

აუცილებლად იპოვეთ გოთური კვარტალის საუკეთესო მოედნები – Place Sant’Jaume, Place Reyal და Place del Rey – და, რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდეთ ისეთი პოპულარული არქიტექტურული შედევრები, როგორიცაა საკათედრო ტაძარი და არქიეპისკოპოსის სასახლე.

ციტადელის პარკი

ბარსელონას მწვანე ზონა, რომელიც ამ ქალაქის ფილტვებს წარმოადგენს, 1877 წელს შეიქმნა ბარსელონას ციხესიმაგრის ნანგრევებზე. სანახაობა ნამდვილად ბევრია ამ პარკში: ულლამაზესი მონუმენტური ჩანჩქერი, ტბა, სათბური, ზოოპარკი, ძეგლები, აქ ასევე მდებარეობს კატალონიის პარლამენტიც.

და ბოლოს  აუცილებლად დააგემოვნეთ გემრიელი კერძები

ესპანური სამზარეულო საკმაოდ დახვდწილია. ბარსელონაში ხშირად ეწყობა გასტრონომიული ბაზრობები და გამოფენები, იმართელა კულინარიული ექსკურსიები ძველ ქალაქში. ჩმოვთვალოთ რამდენიმე კერძი, რომელიც უნდა გასინჯოთ რომ შეიგრძნოთ ესპანურ სამზარეულოს ხიბლი:

პაეია (Paella) – შეუცვლელი კერძია ბარსელონელთა სადღესასწაულო და საკვირაო სუფრაზე. ხამონი (Hamon) – მზადდება ღორის ხორცისგან, და მის დამზადებას რამდენიმე წელი შეიძლება დასჭირდეს. გასპაჩო (Gazpacho) – ამ კერძმა მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი. შავი ბრინჯი (Arròs negre) – რეცეპტის მთავარი საიდუმლო მელანთევზის მელანია, რომელიც კერძს დამახასიათებელ შავ ფერსა და სურნელს აძლევს. ესკუდელია დ’ოლა (Escudella d’Olla) – ცხელი სუპი და რაგუ ერთად. ტაპასი (Tapas) – ნებისმიერი საუზმეული ლუდზე ან ღვინოზე მისაყოლებლად. ჩუროსი (Churros) – ეს არის დესერტი, რომელსაც ძირითადად ცხელ შოკოლადთან ერთად ან რძიან ყავასთან ერთად მიირთმევენ და ბოლოს, სანგრია (Sangria) – დაბალალკოჰოლური ტრადიციული სასმელი ხილისა და ღვინისგან. 

ეს ის არასრული ჩამონათვალია, რაც გამოარჩევს ესპანეთის სამზარეულოს სხვა ქვეყნების სამზარეულოსგან.

——————————————————————————————————

ავიაბილეთების შესაძენად და თქვენი მოგზაურობის დასაგეგმად დაგვიკავშირდით:

+49 1627253623 (Whatsapp)

+995 595 99 56 65 (Whatsapp)

+ 34 631 710 766 (WhatsApp)


▶️
დაგვემატეთ ჯგუფში –  იაფი ფრენები ;

▶️თვალი ადევნეთ მუდმივად სიახლეებს ჩვენს გვერდზე  – იაფი ფრენები • flyinfo ;

▶️ გამოგვიწერეთ instagram -ზე.

გააზიარე

დატოვე კომენტარი

ADMIN PANEL