10 ნოემბრიდან ევროპაში მიმოსვლის სასაზღვრო კონტროლის წესები იცვლება

ევროპაში Entry/Exit System-ის (EES) გაშვების საბოლოო თარიღი დაადგინეს.

ევროკომისარმა შინაგან საქმეთა საკითხებში ილვა იოჰანსონმა განაცხადა, რომ სისტემა 2024 წლის 10 ნოემბერს ამოქმედდება. EES ჩაანაცვლებს პასპორტებში ბეჭდის ხელით ჩარტყმის პროცესს და ჩაიწერს მოგზაურის სახელს, სამგზავრო დოკუმენტის ტიპს, ბიომეტრიულ მონაცემებს (თითის ანაბეჭდები და სახის გამოსახულება) და ევროკავშირიდან შესვლისა და გასვლის თარიღსა და პუნქტს.

თუ ტურისტი რამდენჯერმე გადაკვეთს საზღვარს, მისი პერსონალური მონაცემები შეინახება EES-ში. მესაზღვრეს მხოლოდ თქვენი თითის ანაბეჭდების სკანირება და ფოტოს გადაღება მოუწევს, რაც საგრძნობლად დააჩქარებს კონტროლის პროცედურების გავლას.

EES ხელს შეუწყობს არალეგალური მიგრაციის თავიდან აცილებას და ევროპის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას. ახალი სისტემა ასევე ,დაეხმარება მესამე ქვეყნების კეთილსინდისიერ მოქალაქეებს იმოგზაურონ უფრო მარტივად . EES ასევე ხელს შეუწყობს გამოამჟღავნონ ის მგზავრები,რომლებიც გაყალბებული დოკუმენტებით ცდილობენ გადაადგილებას.

ბიომეტრიული პასპორტის მქონე მოგზაურს, კი რომელიც არაერთხელ კვეთს ევროკავშირის საზღვრებს და არ აქვს შემოსვლაზე ბარიერი, შეძლებს გაიაროს ავტომატური სასაზღვრო კონტროლი ოფიცრის მონაწილეობის გარეშე.

EES-ში რეგისტრაციისგან თავისუფლდებიან: ევროკავშირის მოქალაქეები, ევროკავშირის ბინადრობის ნებართვისა და ევროკავშირის გრძელვადიანი ვიზების მფლობელები.

შეგიძლია გაეცნოთ მიმაგრებულ ფაილს :  factsheet_-_entryexit_system_en 

წყარო : europa.eu

schengen.news

——————————————————————————————————

ავიაბილეთების შესაძენად და თქვენი მოგზაურობის დასაგეგმად დაგვიკავშირდით:

+49 1627253623 (Whatsapp)

+995 595 99 56 65 (Whatsapp)

+ 34 631 710 766 (WhatsApp)


▶️
დაგვემატეთ ჯგუფში –  იაფი ფრენები ;

▶️თვალი ადევნეთ მუდმივად სიახლეებს ჩვენს გვერდზე  – იაფი ფრენები • flyinfo ;

▶️ გამოგვიწერეთ instagram -ზე.

გააზიარე

დატოვე კომენტარი

ADMIN PANEL