19 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება PEGASUS AIRLINES-მა დაიწყო

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება დაიწყო ავიაკომპანია Pegasus-მა.

ქუთაისის აეროპორტიდან სტამბულის მიმართულებით პირდაპირი ფრენები კვირაში სამი სიხშირით  განხორციელდება. PEGASUS-მა პირველი რეისი სტამბოლიდან 19 დეკემბერს შეასრულა და ქუთაისში 142 მგზავრი ჩამოიყვანა.

,,სტამბოლი ახალი მიმართულებაა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის, რომელიც ტრანზიტულ მგზავრებსაც მოემსახურება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველივე რეისზე მაღალი დატვირთულობა გამოიკვეთა.იმედი გვაქვს, რომ ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრთნაკადის კუთხით ისტორიულ ნიშნულს მიაღწია, წელს ჩვენ მილიონი მგზავრი უკვე მივიღეთ და წლის ბოლომდე მილიონ 700 ათასამდე მგზავრის მომსახურებას ვგეგმავთ,-‘’განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების კომერციული დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან მჭედლიშვილმა.

ახალ ავიაკომპანიასთან დაკავშირებით პირველ საინაუგურაციო რეისს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ტრადიციული წყლის ჭავლით,  ე.წ. Water Salute-ით მიესალმნენ, პირველ მგზავრებს კი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით: 032 2 04 89 55
ან მოგვწერეთ: იაფი ფრენები

 

გააზიარე

დატოვე კომენტარი

ADMIN PANEL