რა არის Tax Free?

განვითარებულ ქვეყნებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ქვეყნის საზღვრის დატოვებისას უფლება აქვთ დაიბრუნონ ამ ქვეყანაში შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ-ის თანხა, თუ შესყიდული საქონელის ქვეყნიდან გატანისას. თანხის დაბრუნების წესი ყველა ქვეყანაში მსგავსია, თუმცა არსებობს მცირე განსხვავებები.

როგორ მუშაობს Tax Free:
საქონელი შეძენილი უნდა იყოს იმ მაღაზიაში, რომელსაც აქვს დღგ-ს თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემის უფლება და საქონლის მიწოდება უნდა იბეგრებოდეს დღგ-ით. როგორც წესი ასეთ მაღაზიებს გამოკრული აქვთ ტრაფარეტი წარწერით Tax Free.
ასეთ მაღაზიაში შეძენილი საქონელი (იდენტიფიცირებადი საქონლის გარდა) გამყიდველის მიერ თავსდება სპეციალურ შეფუთვაში და ილუქება.
საზღვრის დატოვებისას საქონლის არასრულად წარმოდგენის, დაზიანებული შეფუთვის ან/და სტიკერის წარდგენის შემთხვევაში მგზავრი ვერ დაიბრუნებს დღგ-ს Tax Free მაღაზიაში ნაყიდ საქონელზე.
დღგ ბრუნდება იმ შემთხვევაში თუ ერთჯერადად შეძენისას საქონლის ღირებულება აღემატება 200 ლარს (დღგ-ის გარეშე). ეს ზღვარი სხვა და სხვა ქვეყნებში განსხვავებულია.
დღგ-ის თანხის დაბრუნება ხდება საჰაერო ან საზღვაო ტრანსპორტით მგზავრობისას, ძირითადად აეროპორტებსა და ნავსადგურებში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირისათვის განთავსებულ ჯიხურებში.
დღგ-ის თანხის დაბრუნების მიზნით, საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთამდე და საპასპორტო კონტროლის გავლამდე, უცხოელი უფლებამოსილი გამყიდველის მიერ გამოწერილ ქვითარს წარუდგენს შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილ პირს, რომელიც ქვითრის უნიკალური ნომრის მიხედვით ამოწმებს მონაცემების სისწორეს ელექტრონულ სისტემაში. უმეტესად საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს წარმოადგენს. სპეციალურ ქვითართან ერთად თან უნდა იქონიოთ პასპორტი და სამგზავრო ბილეთი.
შეუფუთავი საქონელი იდენტიფიცირების მიზნით ექვემდებარება შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ შემოწმებას, ხოლო შეფუთული საქონელი მოწმდება ცალკეულ შემთხვევაში, რისკის მართვის სისტემის საფუძველზე.
დღგ-ის თანხის დაბრუნება ხდება ბანკის მიერ ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.
უნაღდო ანგარიშსწორებისას უცხოელს გადახდილი დღგ-ის თანხა უბრუნდება ქვეყნის დატოვებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში – უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და ქვითრის წარდგენისთანავე.

ხშირია შემთხვევებში როცა სხვა ქვეყნებში საგადასახადო ორგანოს სპეციალური წარმომადგენლები არ იმყოფებიან მათთვის გამოყოფილ ადგილზე (ჯიხურში), ხოლო ლოდინის დრო მგზავრს არ აქვს. ასეთ შემთხვევებში საჭიროა შეივსოს ადგილზე განთავსებული ბლანკი, რომელიც უნდა მოათავსოთ იქვე მდგარ ყუთში. თუ ყველა გრაფა სწორად იქნა შევსებული დღგ-ის თანხა ჩაგერიცხებათ ანგარიშზე. თანხის დაბრუნების პერიოდი სხვა და სხვა ქვეყნებში განსხვავებულია.

ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით: 032 2 04 89 55
ან მოგვწერეთ: იაფი ფრენები

გააზიარე

დატოვე კომენტარი

ADMIN PANEL