AirBaltic საქართველოს მიმართულებით ფრენებს დროებით აჩერებს

ლატვიური ავიაკომპანია airBaltic საქართველოს მიმართულებით ფრენებს, დროებით, აჩერებს. გავრცელებული ინ ფორმაციის მიხედვით, 2024 წლის 7 იანვრიდან 2024 წლის 7 თებერვლამდე airBaltic რიგა-თბილისი-რიგას საჰაერო ხაზზე ოპერირებას წყვეტს. ამ დროისათვის დაჯავშნის სისტემებში აღნიშნულ თარიღებზე ავიაბილეთები უკვე აღარ იძებნება.

როგორც AviaNews-ს საქართველოში airBaltic-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანია Discovery Group-ის გენერალურმა მენეჯერმა თემურ ბუზალაძემ განუცხადა, აღნიშნულის მიზეზი კომპანიის ავიაპარკში საჰაერო ხომალდების რაოდენობა გახდა.

„ზამთრის სანავიგაციო სეზონზე კომპანიას თვითმფრინავების რაოდენობის კუთხით გარკვეული პრობლემა აქვს. თუმცა შემდგომ რეისები განახლდება და ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე უკვე ყოველდღიურ რეისებზე გადავა“, – აცხადებენ Discovery-ში.

ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით: 032 2 04 89 55
ან მოგვწერეთ: იაფი ფრენები

 

გააზიარე

დატოვე კომენტარი

ADMIN PANEL