Georgian Wings-ი თბილისსა და ბაქოს შორის იწყებს ოპერირებას

2023 წლის 6 სექტემბერს, ქართული ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი თბილისიდან ბაქოს მიმართულებით პირველ საერთაშორისო რეგულარულ ფრენას შეასრულებს.
ავიაკომპანია Geosky-ს სამგზავრო მიმართულება Georgian Wings-ი დაინიშნა რეგულარულ ფრენებზე თბილისი-ბაქო-თბილისი და თბილისი-განჯა-თბილისის მიმართულებით კვირაში 7 სიხშირით თითოეულ მარშრუტზე.
ავიაკომპანია ფრენებს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან, ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, პირველ ეტაპზე კვირაში 3 სიხშირით, შეასრულებს.
მგზავრებს, 72 ადამიანზე გათვლილი იტალიურ-ფრანგული წარმოების საჰაერო ხომალდი ATR72-500, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირა დღეს მოემსახურებათ. ავიაბილეთის საწყისი ღირებულება შეადგენს 89 ევრო (ექვივალენტი ლარში) მოსაკრებლების ჩათვლით, მგზავრობის პროცესში გათვალისწინებულია ბორტზე კვება.
ავიაბილეთების შეძენა 30 აგვისტოდან Georgian Wings-ის ოფიციალური საიტის Georgianwings.com – სა და ავია სალაროების მეშვეობით იქნება შესაძლებელი.
Georgian Wings-ი პირველ საერთაშორისო ფრენებს თბილისი-ბაქო-თბილისის მიმართულებით, რეგულარულად კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს.

ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით: 032 2 04 89 55
ან მოგვწერეთ: იაფი ფრენები

გააზიარე

დატოვე კომენტარი

ADMIN PANEL