Pegasus-ი ესპანეთის ქალაქ სევილიის მიმართულებით იწყებს ოპერირებას

თურქული ავიაკომპანია Pegasus -ი, რამდენიმე კვირაში, ოპერირებას ესპანეთის ქალაქ სევილიის მიმართულებით დაიწყებს. როგორც ავიაკომპანიის შეტყობინებაშია აღნიშნული, რეისები სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტიდან სევილიის მიმართულებით კვირაში 3-ჯერ – სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს შესრულდება.

სტამბოლი – სევილია  სევილია –  სტამბოლი -ს საჰაერო ხაზზე პეგასუსი ოპერირებას 2024 წლის 24 სექტემბრიდან შეუდგება.

 

აღნიშნული სიახლე სასიხარულოა ქართველი მოგზაურებისთვისაც, ვინაიდან ავიაკომპანია Pegasus georgia სევილიაში ფრენებს მხოლოდ ერთი გადაჯდომით, სტამბოლის გავლით შესთავაზებს. ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე ჯერ-ჯერობით არ გამოჩენილა აღნიშნული მარშრუტი.

აღსანიშნავია, რომ პეგასუსი საქართველო -ს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან ასრულებს ფრენებს. გასული წლის ჩათვლით, ავიაკომპანია მხოლოდ თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდან ოპერირებდა. 2023 წლის მიწურულს კი, 22 დეკემბრიდან ავიაკომპანიასთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემდეგ, pegasus -მა ფრენები ქუთაისი – სტამბოლი სტამბოლი –  ქუთაისი -ს მიმართულებით, კვირაში სამი სიხშირით დაიწყო.

ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით:

——————————————————-

+49 1627253623 (Whatsapp)

+995 595 99 56 65 (Whatsapp)

+ 34 631 710 766 (WhatsApp)


——————————————————–

▶️დაგვემატეთ ჯგუფში –  იაფი ფრენები ;

▶️თვალი ადევნეთ მუდმივად სიახლეებს ჩვენს გვერდზე  – იაფი ფრენები • flyinfo ;

▶️და გამოგვიწერეთ instagram -ზეcheapflyinfo.

 

გააზიარე

დატოვე კომენტარი

ADMIN PANEL