Transavia პარიზსა და თბილისს შორის იწყებს ოპერირებას

2025 წლის 9 აპრილიდან, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia France პარიზის ორლის აეროპორტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიმართულებით იწყებს ფრენებს.

როგორც უცხოური მედია წერს, ავიაბილეთების გაყიდვა 2024 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყებს, ხოლო ავიაკომპანია პარიზი თბილისი თბილისი პარიზი -ს საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს განახორციელებს. ერთი გზის ავიაბილეთების ღირებულება 79 ევროდან დაიწყება.

Transavia არის ჰოლანდიის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც დაარსდა 1965 წელს, ხოლო პირველი ფრენა მან 1966 წელს განახორციელა. ავიაკომპანიას სულ 7 ბაზა აქვს და მისი საჰაერო ხომალდები ნიდერლანდების სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის აეროპორტებშია ბაზირებული. ამასთან, ავიაკომპანია ევროპაში ყველაზე დიდი საავიაციო ჯგუფის AIR FRANCE KLM წევრიცაა.

წყარო : avia.ge

 

——————————————————————————————————

ავიაბილეთების შესაძენად და თქვენი მოგზაურობის დასაგეგმად დაგვიკავშირდით:

+49 1627253623 (Whatsapp)

+995 595 99 56 65 (Whatsapp)

+ 34 631 710 766 (WhatsApp)


▶️
დაგვემატეთ ჯგუფში –  იაფი ფრენები ;

▶️თვალი ადევნეთ მუდმივად სიახლეებს ჩვენს გვერდზე  – იაფი ფრენები • flyinfo ;

▶️ გამოგვიწერეთ instagram -ზე.

გააზიარე

დატოვე კომენტარი

ADMIN PANEL