ავიაკომპანია Turkish Airlines -მა, რომელიც დაფრინავს ყველაზე მეტ ქვეყანაში მსოფლიოში, დაიწყო რეისები სიდნეის მიმართულებით, რაც მისი ყველაზე ხანგრძლივი ფრენაა.
ამ მარშრუტის გახსნით, ავიაკომპანიამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა თავისი გლობალური ქსელის გაფართოების მიმართულებით, რომელიც ახლა მოიცავს 351 მიმართულებას 6 კონტინენტზე. 2024 წლის 28 ნოემბრიდან ფრენები სტამბოლსა და სიდნეის შორის სრულდება კვირაში ოთხჯერ, Airbus A350-900 ტიპის თვითმფრინავით, შუალედური გაჩერებით კუალა-ლუმპურში.
ახალი მარშრუტი გააძლიერებს ორი ქვეყანის – თურქეთის და ავსტრალიის კავშირებს, ხელს შეუწყობს ტურიზმს, ვაჭრობასა და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას და ავიაკომპანიას მისცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო განავითაროს თავისი მსოფლიო ქსელი.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, თბილისიდან სიდნეიში ერთი გადაჯდომით ფრენებს, Qatar Airways გვთავაზობს.
წყარო: avia.ge