Wizz Air-ი მადრიდისა და ჰამბურგის მიმართულებით ფრენებს აპრილიდან აღადგენს

 

Wizz Air-ი,  2025 წლის აპრილიდან აღადგენს ფრენებს ქუთაისიდან ორი საერთაშორისო მიმართულებით: მადრიდი (ესპანეთი) და ჰამბურგი (გერმანია). ბილეთების საწყისი ფასი მხოლოდ 39.99 ევროა, შეძენა უკვე შესაძლებელია Wizz Air-ის ოფიციალურ ვებგვერდსა და ავიაკომპანიის მობილურ აპლიკაციაში. საქართველოს საავიაციო ბაზრის ლიდერი, Wizz Air-ი აძლიერებს კავშირებს საქართველოსა და ევროპას შორის და ქართველ მგზავრებს უფრო ხელმისაწვდომი მოგზაურობის შესაძლებლობებს სთავაზობს.

ავიაკომპანია 2025 წლის აპრილიდან განახორციელებს ფრენებს ჰამბურგისა და მადრიდის მიმართულებით კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და შაბათს.


გარდა ამისა, Wizz Air-ი გაზრდის ფრენების სიხშირეს ქუთაისიდან პრაღის (ჩეხეთი), ლარნაკას (კვიპროსი), ასევე ათენისა და თესალონიკის (საბერძნეთი) პოპულარულ მიმართულებებზე.

წყარო:avianews.ge

 

გააზიარე

დატოვე კომენტარი

ADMIN PANEL