Wizz Air – მა ახალი საწევრო პაკეტი All You Can Fly გამოუშვა

გლობალურად ევროპის ყველაზე მდგრადმა ავიაკომპანია Wizz Air -მა, ახალი საწევრო პაკეტი All You Can Fly გამოუშვა. პაკეტი მოქმედებს 12 თვის განმავლობაში და მოიცავს ფრენების დიდ რაოდენობას – 800 მარშრუტს, 50-ზე მეტი ქვეყნის თითქმის 200 ქალაქის მიმართულებას.

ვიზეარიარის ერთადერთი ავიაკომპანია, რომელიც დიდი რაოდენობით ფრენებს, ფიქსირებულ ფასად გვთავაზობს. 599 ევროს ღირებულების წლიური წევრობა მოგზაურებს ვიზიარის ყველა ფრენაზე მისცემს წვდომას, ხოლო განმეორებითი დაჯავშნის საკომისიო 9,99 ევრო იქნება. წევრობის ახალი პაკეტი მომხმარებლებს რამდენჯერმე მოგზაურობის საოცარ შესაძლებლობას მისცემს, რაც საბოლოო ჯამში მათ ბილეთების შეძენისას თანხის დაზოგვაში დაეხმარება.

საწევრო პაკეტი იდეალურია მოგზაურებისთვის, რომლებიც ყოველთვის წინასწარ გეგმავენ მომდევნო მოგზაურობას. წევრობა მოქმედებს თითო მგზავრისთვის 12 თვის განმავლობაში. მომხმარებელი ხელმისაწვდომი დანიშნულების ადგილის არჩევას გამგზავრებამდე 72 საათით ადრე შეძლებს.

ავიაკომპანია All You Can Fly-ის საწევრო პაკეტის წინასწარ გაყიდვას იწყებს და მისი ღირებულება 499 ევრო იქნება. წინასწარი გაყიდვა 2024 წლის 13 აგვისტოს 12:00 საათიდან 15 აგვისტოს 23:59 საათამდეა შესაძლებელი. 

წინასწარი გაყიდვის შემდეგ, ყველა მომხმარებელს 599 ევროდ შეეძლება საწევრო პაკეტის შეძენა. მგზავრებს WIZZ All You Can Fly -ის ფარგლებში ფრენების დაჯავშნა 2024 წლის 25 სექტემბრიდან შეუძლიათ.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ All You Can Fly წევრობა ფრენების დასაჯავშნად წლის ნებისმიერ დროს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი ფრენები არ მოიცავს ხელბარგს,  ჩასაბარებელ ბარგს, ან რაიმე დამატებით მომსახურებას, მხოლოდ პირად ნივთებს.

სამწუხაროდ, დაჯავშნილი ფრენები All You Can Fly ვერ შეიცვლება. ცვლილების საჭიროების შემთხვევაში, ახალი ბილეთის შეძენა უნდა მოხდეს საიტის All You Can Fly ან https://wizzair.com-ის საშუალებით.

All You Can Fly განკუთვნილია ინდივიდუალური მოგზაურებისთვის, ასე რომ თქვენ არ შეგიძლიათ დაჯავშნოთ All You Can Fly ბილეთები სხვებისთვის.
All You Can Fly ავტომატურად განახლდება ყოველწლიურად.

დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით იაფ ფრენებთან  ერთად – ბილეთების შესაძენად  დაგვიკავშირდით:

WhatsApp – +34631710766  , +34632692890

ან მოგვწერეთ FACEBOOK გვერდზე  იაფი ფრენები .

გააზიარე

დატოვე კომენტარი

ADMIN PANEL