გერმანიის აეროპორტებში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო ფრენები დროებით უქმდება

გერმანიის აეროპორტებში ავიარეისები დაბალი ტემპერატურის გამო დროებით უქმდება.
მოგზაურები, რომლებიც აპირებთ ფრენას გერმანიის აეროპორტებიდან 17, 18 იანვარს და უახლოეს დღეებში, ელოდეთ შეფერხებას და აუცილებლად გადაამოწმეთ ფრენის სტატუსი აეროპორტში მისვლამდე.

ამჟამად ყველაზე მეტად ფრანკფურტის აეროპორტი დაზარალდა, 1047 დაგეგმილი ფრენიდან – 570 გაუქმდა. დაზარალდა ასევე მიუნხენის აეროპორტიც, სადაც 254 რეისი შეჩერებულია. ზაარბრიუკენის აეროპორტი  დაიხურა ოთხშაბათს, ასევე დიუსელდორფისა და კიოლნის/ბონის აეროპორტები მუშაობენ  შეფერხებით.

ავიაკომპანია “Lufthansa”-ს ფრენები სავარაუდოდ ყველაზე მეტ შეფერხებას განიცდის, რადგან მას თავისი ბაზები აქვს ფრანკფურტისა და მიუნხენის აეროპორტებში. Lufthansa მგზავრებს მოუწოდებს წინასწარ შეამოწმონ ფრენების სტატუსი კომპანიის ან აეროპორტის ვებ-გვერდებზე და არ წავიდნენ აეროპორტში გაუქმების შემთხვევაში.

ასევე შეფერხებით მუშაობს რკინიგზა. გერმანიის სახელმწიფო სარკინიგზო ოპერატორმა “Deutsche Bahn (DB)”- მა დროებით გააუქმა რამდენიმე საქალაქთაშორისო დაგეგმილი მგზავრობა და განაცხადა, რომ მისი მაღალსიჩქარიანი ICE მატარებლების მაქსიმალური სიჩქარე პრევენციული ღონისძიების სახით შემოიფარგლა საათში 200 კილომეტრამდე.

წყარო: EURONEWS

ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით: 032 2 04 89 55
ან მოგვწერეთ: იაფი ფრენები

 

გააზიარე

დატოვე კომენტარი

ADMIN PANEL