Lufthansa Group-მა განაცხადა, რომ ისრაელში ფრენების განახლებას 2024 წლის 8 იანვრიდან გეგმავს. პირველ ფაზაში ჯგუფის ავიაკომპანიები თელ-ავივის მიმართულებით და თელ-ავივიდან კვირაში 20 რეისს განახორციელებენ. Lufthansa თელ-ავივისა და ფრანკფურტს შორის კვირაში ოთხი სიხშირით იფრენს, ხოლო მიუნხენსა და თელ-ავივს შორის 3 რეისს.
Austrian Airlines-ი ვენასა და თელ-ავივს შორის ოპერირებას კვირაში 8 სიხშირით განახორციელებს, ხოლო SWISS გეგმავს ციურიხსა და თელ-ავივს ხუთ ფრენას განახორციელებს.
საჰაერო მარეგულირებლების მიერ დაწესებული შეზღუდვების მოტივით ფრენები შეწყვიტეს Swiss-მა, Austrian Airlines-მა, Turkish Airlines-მა, LOT-მა, Wizz Air-მა, Air Baltic-მა, United Airlines-მა, American Airlines-მა, Air France-მა, Emirates-მა, Ryanair-მა და Aegean Airlines-მა. ცოტა მოგვიანებით, Iberia-მ, ITA Airways-მა და Air India-მ ფრენების გაუქმებაზე განაცხადეს.
ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით: 032 2 04 89 55
ან მოგვწერეთ: იაფი ფრენები