- საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საქართველოში მიღებული აქვს პასპორტი ბიომეტრიული მონაცემებით უფლებამოსილია ისარგებლოს სერვისების განვითარების სააგენტოს ონლაინ სერვისის საშუალებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე http://sda.gov.ge/?page_id=4118 ელექტრონული განაცხადის შევსების გზით. აღნიშნული მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში პასპორტი დამზადდება 2 სამუშაო დღის ვადაში.
- საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ერთხელ მაინც აქვს მიღებული საქართველოს მოქალაქის პასპორტი ბიომეტრიული მონაცემებით, უფლებამოსილია მიიღოს საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი მინდობილი პირის მეშვეობით, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე. აღნიშნული მომსახურებით პასპორტი შესაძლებელია დამზადდეს მე-10 სამუშაო დღეს და მე-5 სამუშაო დღეს.
- საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც საქართველოში არ აქვს მიღებული პასპორტი ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით, პირადად უნდა მიმართოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში განცხადების წარდგენის შემთხვევაში ბიომეტრიული პასპორტი გაიცემა 45 კალენდარული დღის ვადაში.
- სერვისების განვითარების სააგენტოს ონლაინ სერვისის გამოყენებით ბიომეტრიული პასპორტის გაცემის საფასური:
2 სამუშო დღის ვადაში
205 ლარი
- მინდობილი პირის მეშვეობით, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე ბიომეტრიული პასპორტის გაცემის საფასური:
მე-10 სამუშაო დღე
155 ლარი
მე-5 სამუშაო დღე
205 ლარი
- საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში ბიომეტრიული პასპორტის გაცემის საფასური:
45 კალენდარული დღის ვადაში
130 აშშ დოლარი
1,157