ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი-დასაფრენი ზოლის გეგმური რეაბილიტაცია დაიწყო. რეაბილიტაციის პერიოდში, 2 კვირის განმავლობაში (10-24 ოქტომბრის ჩათვლით), ფრენები თბილისის აეროპორტიდან შესრულდება.
2022 წლის იანვარ-სექტემბერში სამი საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. რეისების მატებასთან ერთად, ფრენების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა ასაფრენი დასაფრენი ზოლის გეგმური სარემონტო სამუშაოების განხორციელება. რეაბილიტაციის ფარგლებში, მოხდება საძირკვლის გამაგრების და ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე ასფალტის საფარის გადაგების სამუშაოები.
რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტია 8 მლნ ლარი, რომელსაც ქუთაისის აეროპორტის ოპერატორი კომპანია – საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საკუთარი შემოსავლებიდან ფარავს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია ბლექ სი გრუპი ახორციელებს.