Eurowings-ი თბილისის მიმართულებით რამდენიმე რეისს გერმანიის დედაქალაქიდანაც შეასრულებს

Eurowings-ი თბილისის მიმართულებით რამდენიმე რეისს გერმანიის დედაქალაქიდანაც შეასრულებს. ახალი წლის პერიოდში ფრენების შესასრულებლად სპეცნებართვა აიღო და რამდენიმე რეისს ბერლინიდან და დიუსელდორფიდან შესრულებს.

ავიაკომპანია ბერლინი-თბილისი-ბერლინის საჰაერო ხაზზე ოპერირებას 8 დეკემბრიდან 15 იანვრამდე პერიოდში და შემდეგ, 26 თებერვლიდან 25 მარტამდე პერიოდში განახორციელებს. ფრენები კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ ორშაბათს განხორციელდება.

ხოლო რაც შეეხება დიუსელდორფს Eurowings-ი აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენებს 20 დეკემბრიდან 10 იანვრამდე პერიოდში განახორციელებს. ავიაკომპანიის მიერ ფრენები კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს განხორციელდება

 

გააზიარე

დატოვე კომენტარი

ADMIN PANEL