დაბალბიუჯეტიანი გერმანული ავიაკომპანია Eurowings დეკემბრიდან ბერლინი-თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს.
ავიაკომპანიის ოფიციალურ საიტზე მოცემული ინფორმაციის თანახმად, ფრენები 18 დეკემბერს დაიწყება და კვირაში ერთხელ, ყოველ ორშაბათს შესრულდება. ერთი გზის ბილეთი 130 ევროდან იწყება.
საქართველოდან ბერლინში პირდაპირ ფრენებს ამ დროისთვის ორი ავიაკომპანია ასრულებს – თბილისიდან Georgian Airways და ქუთაისიდან Wizz Air.
ავიაბილეთების შესაძენად დაგვიკავშირდით: 032 2 04 89 55
ან მოგვწერეთ: იაფი ფრენები
260